აშშ-ის ულამაზესი დამნაშავე მილანში პოდიუმზე გამოვიდა

საქართველო, თბილისი - 14:39 | 20.06.2017
ნანახია: 1123

ამერიკელი ჯერემი მიქსი, რომელიც მსოფლიომ ყველაზე ლამაზ ამერიკელ დამნაშავედ გაიცნო, მილანში მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა.

მიქსმა მონაწილეობა მიიღო გერმანელი დიზაინერის ფილიპ პლეინის ახალი კოლექციის ჩვენებაში. ყოფილი დამნაშავე ამ დიზაინერის სახეს წარმოადგენს.

მოდელმა ფოტოები „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.

მიქსს „ინსტაგრამე“ სულ 90 ფოტოსურათი აქვს განთაბვსებული, თუმცა ამის მიუხედავად მისი აუდირტორია 1,1 მლნ ადამიანს შეადგენს. მილანის ჩვენების ფოტომ კი უკვე 90 ათასზე მეტი მოწონება დაიმსახურა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე