აფხაზეთის ე.წ. მთავრობის შენობაში სროლის ხმა ისმოდა

საქართველო, თბილისი - 14:06 | 20.06.2017
ნანახია: 1743

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის შენობაში სროლის ხმა ისმოდა. ინციდენტი ე.წ. "აფხაზი ხალხის სამამულო ომის  ინვალიდების ფონდის" თავმჯდომარის კაბინეტთან მოხდა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ აფხაზურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლა დილის საათებში ე.წ. ინვალიდების ფონდის თავმჯდომარის ბადრი აგრბას კაბინეტთან მოხდა.

ინციდენტის მონაწილის ვინაობა არ სახელდება. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე