ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე ინფრატრუქტურის მოწესრიგება დასრულდა

საქართველო, თბილისი - 10:27 | 06.11.2015
ნანახია: 1690

ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. განხორციელებული სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საბურთალოს რაიონის გამგებელთან ერთად დაათვალიერა.

ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი, მაჭავარიანის ქუჩა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაიმეწყრა. ჩავარდნილ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ხოლო გზის ქვეშ სანიაღვრე გვირაბი აშენდა.

„რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ მონაკვეთზე გზა გაიყვანეს, დაშვებული იქნა საინჟინრო შეცდომა. ადრე არსებული გოფრირებული გვირაბი დაინგრა და ჩაიწია გზამ, რის გამოც მოგვიწია წყალგამტარის გაკეთება. მოვაწესრიგეთ გზა და გადაადგილება არის უსაფრთხო“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

პროექტი ოთხ ეტაპად განხორციელდა და მისი ღირებულება 437 000 ლარია.

თავდაპირველად, დაზიანებული გზის რეაბილიტაციამდე საბურთალოს რაიონის გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ მოაწყო შემოვლითი გზა. შემოვლითი გზის მოწყობის შემდეგ მოძრაობა გადაიკეტა და დაზიანებული მონაკვეთი გაიჭრა. აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენდა წყალგამტარი გვირაბი, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, რომელიც ხევიდან მომავალი წყლების გატარებას უზრუნველყოფს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე