ოკუპირებულ სოხუმში აფეთქება მოხდა

საქართველო, თბილისი - 11:06 | 20.06.2017
ნანახია: 1753

ოკუპირებულ სოხუმში აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულია ერთი ადამიანი. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

არსებული ინფორმაციით, კალმიკოვის ქუჩაზე ავტომობილი აფეთქდა.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა მთელ ქალაქში გაიგეს. 

აფეთქების შედეგად, დაზიანებულია მიმდებარე კორპუსები. ადგილზე ე.წ. გამომძიებლები მუშაობენ, თუმცა შემთხვევის ვერსიებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე