სასამართლოს მეგობრის სტატუსი პრეზიდენტის ინსტიტუტთან შეუთავსებელია - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 18:32 | 19.06.2017
ნანახია: 974

სასამართლოს მეგობრის სტატუსი პრეზიდენტის ინსტიტუტთან შეუთავსებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, პრეზიდენტის საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვასთან დაკავშირებით.  

ირაკლი კობახიძის თქმით, ”სამწუხაროა, რომ ასეთი გადაცდომები პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხშირად ახასიათებს”.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ. მოსმენების კანონის პაკეტთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის სტატუსით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და საქართველოს კონსტიტუციასთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შეუსაბამო მუხლების გაუქმებას ითხოვს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე