ლარის კურსი

საქართველო, თბილისი - 16:57 | 19.06.2017
ნანახია: 1125

19 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.4094 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4106 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.12 თეთრი შეადგინა.                              

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7000 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6941 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.59 თეთრი შეადგინა.   

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6871 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.0828 ლარი ეღირება.                                                         

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 20 ივნისიდან  შევა ძალაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე