ნიგერიაში ტერაქტს 12 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 15:49 | 19.06.2017
ნანახია: 987

სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა ნიგერიაში თვითმკვლელი-ტერორისტების თავდასხმის შედეგად.

ინციდენტი დედაქალაქ მაიდუგურთან 8 კმ-ში მოხდა. თავდასხმაში ხუთი თვითმკვლელი ტერორისტი მონაწილეობდა.

ერთმა თვითმკვლელმა თავი მეჩეთთან აიფეთქა, რასაც შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, მეორე აფეთქება საცხოვრებელ სახლში მოხდა, რომლის დროსაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. აფეთქებებზე  არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არ აუღია.

ნიგერიაში მოქმედებს რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“. მისი მებრძოლები განათლების ევროპული მოდელის წინააღმდეგ და ქვეყნის ტერიტორიაზე შარიათის შემოღებისთვის იბრძვიან.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე