ძლიერი სიცხის გამო ესპანეთში 2 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 15:27 | 19.06.2017
ნანახია: 1077

პირინეის ნახევარკუნძულზე უჩველო სიცხე ორი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა.

ესპანეთის 50-დან 22 პროვინციაში მაღალი ტემპერატურა დღესაც ნარჩუნდება.

წინასწარი მონაცემებით ლა-სარსას მუნიციპალიტეტში 76 წლის მცხოვრები მზის დარტყმამ იმსხვერპლა, მას გული გაუჩერდა.

66 წლის ველოსიპედისტი კი იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც მურას მუნიციპალიტეტის ტრასაზე გადაადგილდებოდა.

მხოლოდ კატალონიაში საავადმყოფეობს 147-მა პაციენტმა  მიაკითხა. ისინი მაღალი ტემპერატურის გამო თავს შეუძლოდ გრძნობდნენ. გასულ შაბათ-კვირას მადრიდში ტემპერტურამ 40 გრადუსს გადააჭარბა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე