ლონდონში ხანძრის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 14:48 | 19.06.2017
ნანახია: 1060

ლონდონში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაკარგულთა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „ფრანს პრესი“ დედაქალაქის პოლიციის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 58 დაკარგულის შესახებ. „დღევანდელი დილის მონაცემებით, იძულებული ვარ განვაცხადო, რომ 79 ადამიანი ან დაღუპულია, ან უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. სამწუხაროდ, ვვარაუდობ, რომ ისინი დაღუპულები არიან“,- განაცხადა პოლიციის უფროსმა სტიუარტ კანდიმ.

კენსიგტონის რაიონში 24-სართულიან სახლში ხანძარი ოთხშაბათს ღამით გაჩნდა.

დაიღუპა სულ მცირე 70 ადამიანი. 24 ი ჯერ ისევ სავადმყოფოებში რჩებიან, მათგან 12-ის მდგომარეობა მძიმეა. მეხანძრეების ინფორმაციით, 20 ოჯახი დაზარალდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე