დეკანოზ მამალაძის ოჯახის წევრები პატრიარქს შეხვდებიან

საქართველო, თბილისი - 13:33 | 19.06.2017
ნანახია: 1060

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის მეუღლე, მშობლები და ძმა პატრიარქს შეხვდებიან.

დეკანოზის ძმის თორნიკე მამალაძის განცხადებით, შეხვედრის თაობაზე, მათ უკვე დაუკავშირდნენ საპატრიარქოდან. შეხვედრა 21 ივნისს, 13:00 საათზე შედგება და საპატრიარქოში ოჯახის წევრები ადვოკატების გარეშე მივლენ.
„რამდენიმე წუთის წინ დაგვირეკეს საპატრიარქოდან, რომ 21 ივნისს პატრიარქი მიგვიღებს. რა თქმა უნდა, თანახმა ვართ, რომ უწმინდესს შევხვდეთ. შეხვედრაზე ოჯახის წევრები ვიქნებით - მე, მამა გიორგის მეუღლე და მშობლები.
როგორც ადრე ვამბობდი, შევეცდებით, პატრიარქი მამა გიორგის უდანაშაულობაში დავარწმუნოთ და ასევე, გვაინტერესებს თავად უწმინდესის პოზიცია მამა გიორგისთან დაკავშირებით“ - განუცხადა საზოგადოებრივს თორნიკე მამალაძემ.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე