პორტუგალიაში ხანძრის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ

საქართველო, თბილისი - 13:18 | 19.06.2017
ნანახია: 1032

პორტუგალიაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული ტყეში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა გამო. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 62 ადამიანი.

კიდევ 54 ადამიანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი. ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება, რადგან ათეულობით ადამიანი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული.

მსხვერპლთა უმეტესობა ქალაქების ფიგეირო-დუშივინიუშისა და კასტანიერა-დე-პერას დამაკავშირებელ გზაზე საკუთრ მანქანებში დაიწვა.

ხელისუფელების განცხადებით ტყეში მასშტაბური ხანძრის მიზეზი მეხის  ჩამოვარდნა გახდა.

ხანძრის ჩასაქრობად ჩართულია 1600 მეხანძრე. ლისაბონმა დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე