დამწვარი 60 სანაგვე ურნა და ათამდე მიწისქვეშა კონტეინერი - ვანდალური ფაქტები ბათუმში

საქართველო, თბილისი - 13:13 | 19.06.2017
ნანახია: 1093

ბათუმის ქუჩებში ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა. როგორც ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბოლო 6 თვის განმავლობაში, დამწვარია 60 სანაგვე ურნა და ათამდე მიწისქვეშა კონტეინერი.

„დაზიანებული და დამწვარი ურნების შედეგად მიყენებული ზარალი 130 ათას ლარს აღემატება. ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ სამშენებლო ნარჩენებისა და ცეცხლმოკიდებული ნივთების სანაგვე ურნებში ჩაყრისაგან", - აცხადებენ მერიაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე