ჩვენი პოზიცია ძალიან მყარია და პრეზიდენტის პოზიციები არის ძალიან სუსტი - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 12:15 | 19.06.2017
ნანახია: 1013

 

მინდა, მწუხარება გამოვთქვა, რომ პრეზიდენტმა ჩვენი  შეთავაზება არ მიიღო, რაც ცხადყოფს, რომ ჩვენი პოზიცია ძალიან მყარია და პრეზიდენტის პოზიციები არის ძალიან სუსტი, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, რომ კონსტიტუციო ცვლილებები ღია ეთერის ფორმატში, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად განიხილოს. 

„ჩვენ პრეზიდენტისთვის დებატები არ შეგვითავაზებია, ჩვენ საქართველოს პრეზიდენტს შევთავაზეთ, რომ საზოგადოების წინაშე, ღია ეთერში, საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთად დავმსხდარიყავით და საზოგადოების წინაშე ერთად გვესაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებების არსის თაობაზე.  ეს ჩვენი შეთავაზება იყო და მინდა, მწუხარება გამოვთქვა, რომ პრეზიდენტმა ეს შეთავაზება არ მიიღო. ეს ცხადყოფს, რომ ჩვენი  ძალიან მყარია და პრეზიდენტის პოზიციები არის ძალიან სუსტი. საქართველოს პრეზიდენტმა თავიდანვე ძალიან არასწორი გზა აირჩია და ეს საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიასთან და პარლამენტთან დაპირისპირების გზა იყო და მას შემდეგ, რაც ამ რეფორმის წარმატება დადასტურდა, პრეზიდენტი ჩიხში შევიდა. ამის შედეგია ის, რომ სამწუხაროდ, შეთავაზებაზე უარი თქვა“, - განაცხადა კობახიძემ. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე