ქართველმა მოსწავლეებმა GENIUS-ის ოლიმპიადაზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს

საქართველო, თბილისი - 11:35 | 19.06.2017
ნანახია: 1097

18 ივნისს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიო ოლიმპიადა GENIUS 2017დასრულდა. წელს ოლიმპიადაზემსოფლიოს 65 ქვეყნა იყო წარმოდგენილი. 1500 პროექტიდან კი ფინალში 500-მდენამუშევარი გადავიდა. 

GENIUS 2017-ის ფინალში მონაწილეობის მისაღებად ჟიურის მიერ წელს 5 ქართველი მონაწილე შეირჩა. 11-დან 17 ივნისის ჩათვლით გამართულ დასკვნით ტურზე დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეებმა ლიზი შენგელიამ და ახალგაზრდა მეცნიერებმა: მარიამ არაბიძემ და შოთა მეიფარიანმა საპრიზო მედლები მოიპოვეს. ლიზის პროექტმა ჟიურისგან საკუთრებული მოწონება და იმსახურა და იგი ოქროს მედლის მფლობელიც გახდა, ხოლო ეკოლოგიის მიმართულებით მომზადებულ მაპროექტმა მარიამსა და შოთას ვერცხლის მედლები მოუტანა.

“GENIUS”-ის ოლიმპიადა ყოველწლიურად ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება. ოლიმპიადის ფინალი ერთ კვირაზე მეტ ხანს გრძელდება და იგი ონტარიოს ტბის ნაპირებზე, აშშ-სა და კანადას შორის ტარდება. ოლიმპიადა ტრადიციულად რამოდენიმე ეტაპს მოიცავს და იგი მსოფლიოს ნიჭიერ ახალგაზრდებს უყრის თავს. პროექტი GENIUS გარდა იმისა, ავლენს ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეებს, ასევე ხელს უწყობს მოსწავლეებში გარემოსთან დაკავშირებული საკითხების აღქმას მეცნიერების, ხელოვნების, კრეატიული წერის, ინჟინერიის, დიზაინის მეშვეობით.

გამარჯვებული მოსწავლეები სამშობლოში 19 ივნისს ბრუნდებიან.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე