საკონსტიტუციო მონარქიაზე მსჯელობა გვექნება - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 11:22 | 19.06.2017
ნანახია: 1010

საკონსტიტუციო მონარქიაზე გუნდში მსჯელობა გვექნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პატრიარქის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საკონსტიტუციო მონარქიას ეხებოდა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო მონარქიის საკითხზე გუნდში ჯერ არ უმსჯელიათ. 

საკონსტიტუციო მონარქიის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა. 

"ხშირი შემთხვევაა, როცა მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს, ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში", - აღნიშნა ილია მეორემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე