საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში მაკრონის პარტიამ გაიმარჯვა

საქართველო, თბილისი - 10:50 | 19.06.2017
ნანახია: 1008

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პარტიამ „წინ, რესპუბლიკა“ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მან საკანონმდებლო ორგანოში 577-დან 308 ადგილი მოიპოვა. 42 მანდატი ერგო მის მოკავშირე პარტიას „დემოკრატიული მოძრაობა“.

შედეგად მაკრონის მოძრაობამ პარლამენეტში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა.

მემარჯვენე ცენტრისტულმა პარტიამ „რესპუბლიკელები“ 113 სადეპუტატო ადგილი მიიღო, მარინ ლე პენის პარტიას „ეროვნული ფრონტი“ კი  მხოლოდ 8 მანდატი ერგო. დანარჩენი ადგილები სხვა პარტიებმა გაინაწილეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე