შსს 100 ქულიანი სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს

საქართველო, თბილისი - 10:36 | 19.06.2017
ნანახია: 995

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, საინფორმაციო ბუკლეტები მოამზადა.

მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქალაქებსა და რეგიონებში, მძღოლებსა და ქვეითებს საინფორმაციო ფლაერებს ურიგებენ.

ბუკლეტებში საქართველოში მართვის მოწმობისათვის მინიჭებულ ქულათა სისტემასა და უკონტაქტო პატრულირებაზე, ასევე, ბავშვთა ტრანსპორტით გადაყვანის უსაფრთხოების წესების გამკაცრებასა და სხვა საკანონმდებლო სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაციია მოცემული.

საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში 2017 წლის 1 ივლისიდან შევა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე