ლონდონში ფეხით მოსიარულეებს ავტომობილი დაეჯახა - არის მსხვერპლი

საქართველო, თბილისი - 10:13 | 19.06.2017
ნანახია: 954

ლონდონის ჩრდილოეთით ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა. მათგან რვა საავადმყოფოშია გადაყვანილი. ფურგონი ფეხით მოსიარულეებს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ისინი მეჩეთიდან ღამის ლოცვის შემდეგ ბრუნდებოდნენ. დაკავებულია 48 წლის მამაკაცი.

თვითმხილველების თქმით, ფურგონში სამი მამაკაცი იმყოფებოდა, მათგან ორმა მიმალვა მოახერხა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ პოლიცია მომხდარს პოტენციურ ტერაქტად განიხილავს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე