მგზავრების თქმით, სტამბოლი-თბილისის რეისის თვითმფრინავს მეხი დაეცა

საქართველო, თბილისი - 10:00 | 19.06.2017
ნანახია: 972

სტამბოლი-თბილისის ავიარეისის მგზავრები თბილსიში რამდენიმესაათიანი დაგვიანებით ჩამოფრინდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავს მეხი დაეცა, რის გამოც ლაინერი აფრენიდან რამდენიმე წუთში ისევ სტამბოლში ათა-თურქის აეროპორტში დაეშვა. მომხდარმა  კომპანია "ატლას გლობალის" რეისის მგზავრებში პანიკა გამოიწვია.

მგზავრების თქმით, 80 პროცენტი იყო იმის შანსი, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდნილიყო.

ავიაკომპანიის გადაწყვტილებით მგზავრები სტამობილიდან თბილისში სხვა თვითმვრინავით გამოამგზავრეს. მგზავრების ინფორმაციით ბორტზე მყოფთაგან არავინ დაშავებულა

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე