უბილეთო მგზავრობაზე 5-ლარიანი ჯარიმა, შესაძლოა, 20 ლარი გახდეს - ლექვინაძე

საქართველო, თბილისი - 15:33 | 18.06.2017
ნანახია: 1850

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, უბილეთო მგზავრობაზე სანქციები უნდა გამკაცრდეს.

კერძოდ, 5-ლარიანი ჯარიმა, შესაძლოა, 20 ლარი გახდეს.

კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად უკვე გადაგზავნილია.

„ჩვენ მივმართეთ პარლამენტს, რომ ჯარიმები უფრო გამკაცრდეს. კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატორი არის თბილისის მერია. ჩვენ გვინდა 5-ლარიანი ჯარიმა გახდეს 20 ლარი, რადგან რეალურად 5-ლარიანი ჯარიმა ძალიან მცირეა. ჩვენი სურვილია, რეალურად გამკაცრდეს სანქციები უბილეთო მგზავრობაზე“, - განაცხადა ლექვინაძემ. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე