მეგი გოგიტიძე და ბენდი „Number 13”-ში - კონცერტი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 14:00 | 18.06.2017
ნანახია: 1611

24 ივნისს, კლუბ „Number 13”-ში ყველასათვის საყვარელი მომღერლის მეგი გოგიტიძის სოლო კონცერტი გაიმართება. ის, რუბრიკის "შეხვედრები ვერაზე" მორიგი სტუმარი იქნება. მეგი გოგიტიძე ბენდთან ერთად განახლებული პროგრამით წარსდგება მსმენელის წინაშე.

საღამოზე შესრულდება ყველა ის ცნობილი ჰიტი, რომელიც საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და რომლის ვიდეოებსაც youtube-ზე 10 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

ამავე საღამოზე შედგება რამდენიმე ახალი სიმღერის პრეზენტაციაც.

შეგახსნეებთ, რომ ქართველი მომღერალი უკრაინაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის, მუსიკალური პროექტის „VOICE“-ის ფინალისტი და ერთ-ერთი გამორჩეული კონკურსანტი იყო, რომელმაც ჟიურის წევრებს და არამარტო მათ, თავი დაამახსოვრა თავისი განსხვავებული ხმის ტემბრით, რეპერტუარით და ემოციურობით.

24 ივნისი, კლუბი Number 13, დასაწყისი 22:00 საათზე

ბილეთების დასაჯავშვნად დაგვიკავშირდით 555-42-42-90




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე