ვინც ამ დეზინფორმაციას სიხარულით ავრცელებს - ბერა ივანიშვილი მამის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

საქართველო, თბილისი - 12:44 | 18.06.2017
ნანახია: 1125

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილი, ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში, ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და წერს, რომ აღნიშნული გამოგონილია და ვინც ამ დეზინფორმაციას სიხარულით ავრცელებს, არც დედის, არც მამის, არც შვილის და არც სამშობლოს სიყვარული იცის. 

„დილის 6 საათიდან აღელვებული მეგობრების ზარებს ვპასუხობ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გავაკეთო განმარტება მათთვის, ვისაც ესმის, რას ნიშნავს ოჯახს მოწყვეტილი კაცისთვის მამაზე გამოგონილი უმსგავსო ინფორმაციის მოსმენა. მინდა გითხრათ, რომ ჩემი 61 წლის მამა ყოველდღე აქტიურად ვარჯიშობს და თავისი ჯანმრთელობის მონაცემებით ნებისმიერ ახალგაზრდას შეედრება. ის ხალხი, კი ვინც ამ დეზინფორმაციას სიხარულით ავრცელებს, მხოლოდ ჩემს სიბრალულს იმსახურებს, რადგან მათ არც დედის, არც მამის, არც შვილის და არც სამშობლოს სიყვარული იციან, ისინი საცოდავი ადამიანები არიან...

მუდამ თქვენი

ბერა

P.S გილოცავთ მამის დღეს“,- წერს ბერა ივანიშვილი Facebook-ზე. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე