ეს ხალხი ვართ ჩვენ და ვაი ჩვენს პატრონს!!! - მაიკო კაჭკაჭიშვილი

საქართველო, თბილისი - 18:55 | 16.06.2017
ნანახია: 1803

კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილის ინიციატივით, „ოტიუმში“ მომღერალ ჯაბა ბოჯგუას დასახმარებელი კონცერტი გაიმართა.

ჯაბა ბოჯგუას გადასარჩენად ქართველი ვარსკვლავები გაერთიანდნენ. თუმცა, როგორც მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს კონცერზე მხოლოდ 34 ადამიანი მივიდა. 

ბილეთის ფასი 30 ლარი გახლდათ.

"ადამიანი რომელიც 9 წელიწადია ჭერს უყურებს,უკიდურესად უჭირს დედას და ბებიას, ფაქტიურად ჯოჯოხეთში ცხოვრობენ უმორჩილესად გთხოვდით მეც და ჩემი კოლეგებიც დახმარებას 30 ლარით მაგრამ ნუ 34 ადამიანი მოვიდა კონცერტზე... საქველმოქმედო რომ არ დაგვეწერა და უბრალოდ გულაობა დაგვერქვა გაივსებოდა დარბაზი... მოკლედ ეს ხალხი ვართ ჩვენ და ვაი ჩვენს პატრონს !!! იმედია 34 ლაიქზე მეტი არ ექნება ამ პოსტს... რავიცი მაინც ტეხავს", - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ 9 წელიწადზე მეტია, მომღერალი ჯაბა ბოჯგუა ლოგინად არის ჩავარდნილი, მისი მკურნალობისთვის დედამ და ბებიამ ყველანაირი ფინანსური რესურსი ამოწურეს და მათ დახმარება სჭირდებათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე