რუხის სავაჭრო ცენტრში „თეგეტა მოტორსმა“ სასწავლო ცენტრი გახსნა
საქართველო, თბილისი - 17:54 | 16.06.2017 ნანახია: 117816 ივნისს, რუხის სავაჭრო ცენტრში, საქართველოში ავტო სერვისის ლიდერმა კომპანია „თეგეტა მოტორსმა“ სასწავლო ცენტრი „თეგეტას აკადემია“ გახსნა და გააფართოვა არსებული ფილიალი. სასწავლო ცენტრი აღჭურვილია საკონფერენციო დარბაზებით, კომპიუტერული ლაბორატორიითა და ბიბლიოთეკით. სასწავლო ცენტრის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია რეგიონში, ახალი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება ავტო მომსახურების სფეროში და მათი შემდგომი დასაქმება დასავლეთ საქართველოს ფილიალებში.
„თეგეტას აკადემია“ უზრუნველყოფს ავტორიზებული პროფესიული პროგრამების შესწავლას ავტომობილების მიმართულებით (დუალური განათლების მოდელი), სწრაფი გადამზადების კურსებს, სტუდენტურ სემინარებსა და ტრენინგებს საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, როგორებიც გახლავთ ბოში, მოტული, პორშე, ტოიოტა და სხვა მსოფლიო წამყვანი ბრენდები. აქვე განხორციელდება დასავლეთ საქართველოს ფილიალებში მომუშავე თანამშრომელთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები.
„თეგეტა მოტორსმა“ რუხის სავაჭრო ცენტრის ფილიალში დამატებით 350 000-მდე ლარის ინვესტიცია ჩაიდო დამატებით და 40-მდე ადგილობრივი დაასაქმა. „თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში.
„თეგეტა მოტორსის“ განახლებულ სერვის ცენტრში მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს სრული ავტო-ტექ მომსახურებით მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მიმართულებით. ასევე რუხის ფილიალში მომხმარებლები „ტაქს ფრი” სისტემით ისარგებლებენ. აქვე წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. რაც მთავარია ეს პროდუქცია ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის.
პოლიტიკა
- პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში თქვენივე მთავრობის ინიციატივით, ქართველებო, გაუფრთხილდით თავისუფლებას - ბორის აკუნინი
- ნებისმიერი მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე, სადაც დღესაც შეიკრიბება ხალხი, ახლაც დამარცხდება - ეკა ხერხეულიძე
- ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ, ამ ლაჩრობას არავინ არავის შეარჩენს - დავით მათიკაშვილი
- არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი - შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე თავდასხმაზე
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
- ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა
- 93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
- სრულად ელექტრო Volvo EX30 პრესტიჟული ჯილდოს World Car Awards 2024-ის გამარჯვებულია
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა