თინა ხიდაშელი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია - რაც შეიძლება მეტი ნატო-ს ჯარისკაცი საქართველოში
საქართველო, თბილისი - 16:58 | 17.09.2015 ნანახია: 4349საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამუშაო ვიზიტი ევროპაში გრძელდება. უწყების ინფორმაციით, პოლონეთის თავდაცვის მინისტრის შემდეგ, თინათინ ხიდაშელს ლატვიელმა კოლეგამ უმასპინძლა. რაიმონდს ბერგმანისს ლატვიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.
შეხვედრაზე კოლეგებმა სამხედრო სფეროში თანამშრომლობის აქტუალური საკითხებსა და საქართველოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე განხილული იყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების გზაზე ლატვიის მონაწილეობის მნიშვნელობაც. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ერთიანი ევროპული მხარდაჭერის მნიშვნელობა და ნატო-ს 2016 წლის ვარშავის სამიტის შედეგები იყო.
როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ლატვიელ კოლეგას დეტალურად გააცნო საქართველოში და ზოგადად, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს გამოწვევები და ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის ხელშესახები შედეგების მნიშვნელობა.
ლატვია აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. როგორც თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რაიმონდს ბერგმანისისგან დაპირება მიიღო, რომ ლატვია ვარშავის სამიტამდეც და სამიტის შემდეგაც ოფიციალური თბილისის აქტიური მხარდამჭერი იქნება, როგორც ორმხრივ ისე, საერთაშორისო ურთიერთობების ყველა მრავალმხრივ ფორმატებში. სრული მხარდაჭერა მიიღო თავდაცვის მინისტრმა ლატვიის პარლამენტის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის პრევენციის კომიტეტის თავმჯდომარესთან აინარს ლატკოვსკისთან შეხვედრაზეც.
როგორც თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, საქართველო-ლატვიის ორმხრივი ურთიერთობი კვლავ აქტიურად გაგრძელდება.
"ლატვია თანამონაწილეა საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების და ერთობლივი სწავლებების. ასევე, აქტიურად გაგრძელდება და კიდევ უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს ეს ურთიერთობები. JTEC-ის წარმატებით განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ნატოს წევრი ქვეყნების თანამონაწილეობა და ლატვია ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორია” - მინისტრმა ისაუბრა საჩხერის ბაზაზე მიმდინარე წვრთნებზე, სადაც მათ შორის ლატვიელი ჯარისკაცებიც იღებენ მონაწილეობას. ,,ამ ზაფხულსაც ვმასპინძლობდით მათ. JTEC-ის პირობებში ეს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება და მხოლოდ საჩხერით არ შემოიფარგლება. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის ის მიმართულებები, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ - რაც შეიძლება მეტი ნატო-ს ჯარისკაცი საქართველოში",- განაცხადა ხიდაშელმა.
შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის პირველი დამოუკიდებელი ბატალიონის და გმირის ოსკარ კალპაკსის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა