ბაგრატის ტაძარში წყალი ჩადის

საქართველო, თბილისი - 10:53 | 15.06.2017
ნანახია: 989

ბაგრატის ტაძრის ცენტრში, გუმბათიდან წყალი ჩადის და კედლებსა და ხატებს ასველებს.

დეკანოზ მატათა ქარქაშაძის განცხადებით, რომელმაც დღეს დილით წყლის ჩამოსვლის ფაქტი დააფიქსირა,​ მან აღნიშნულის შესახებ მეუფე ​კალისტრატეს და იმ კომპანიას აცნობა, რომელმაც ტაძრის გადახურვის სამუშაოები შეასრულა. მისივე თქმით, კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამუშაოებს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე განახორციელებენ, რადგან მათ ხელშეკრულება ავალდებულებს, 5 წლის განმავლობაში ნებისმიერი ხარვეზი აღმოფხვრან.

შეგახსენებთ, ბაგრატის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის დარბაზში წყლის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ 14 ივნისს გაავრცელა და აღნიშნული 2012 წელს სარეაბილიტაციო პროცესის დროს დაშვებულ სამშენებლო ხარვეზებს დაუკავშირა.

მოგვიანებით, შპს „არქიტექტორები და კომპანიის“ დირექტორმა თამაზ იაქაშვილმა არ გამორიცხა, რომ ბაგრატის ტაძარში წყლის ჩასვლა 2012 წელს ჩატარებულ სამუშაოებს უკავშირდებოდეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე