მნიშვნელოვანი მემორანდუმი და ახალგაზრდა ლიდერების მიერ შემუშავებული რეზოლუცია

საქართველო, თბილისი - 14:00 | 14.06.2017
ნანახია: 1283

„მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის’’   ორგანიზაციამ,  ბორჯომის ბავშვთა ფედერაციასთან და ორგანიზაცია ა(ა)იპ "ჩვენი ბორჯომისათვის’’ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტი ითვალისწინებს მათ მონაწილეობას ადგილობრივ და საერთაშორისო ტრენინგებსა და სემინარებში.

ოფიციალურ დოკუმენტს ხელი ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა რიტა პროკოპენკომ და ქეთევან ნოზაძემ მოაწერეს. ცერემონიალი მიმდინარე წლის 13 ივნისს ბორჯომში გაიმართა. მემორანდუმის გაფორმებასთან ერთად გაეროს ყველაზე ახალგაზრდა ორგანიზატორებმა ხელი მოაწერეს შემუშავებულ რეზოლუციას რომელიც ეხება გაეროს მდგრადი განვიტარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტს გარემოს დაცვას.

ორგანიზაციის  შემდგომი უახლესი საგანმანათლებლო პროექტი სატელევიზიო პროგრამების დაწყებაა, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების გადამზადებას გულისხმობს. პროექტის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდების დაინტერესება და შესაბამისი საწყისი განათლების მიცემა მედიასივრცეში შემდგომი ჩართულობისთვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე