„საზმაუ ჩვენია“ - მაუწყებლის შენობასთან აქცია გაიმართება

საქართველო, თბილისი - 14:46 | 14.06.2017
ნანახია: 1098

„საზმაუ ჩვენია“ - ამ სლოგანით  16 ივნისს, 13 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან აქცია გაიმართება.

აქციას მოამბის ყოფილი თანამშრომელი ლაშა მესხი სოციალურ ქსელ Facebook-ში აანონსებს და წერს, რომ ახალი მენეჯმენტის მოსვლიდან საზოგადოებრივ მაუწყებელში შიშმა და განუკითხაობამ დაისადგურა.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით გადაცემები „წითელი ზონა“ და „ინტერview“ დაიხურა. გადაცემების დახურვა და მაუწყებელში განსხვავებული აზრის დევნა დღეს არ დაწყებულა. ახალი მენეჯმენტის მოსვლიდან საზოგადოებრივ მაუწყებელში შიშმა და განუკითხაობამ დაისადგურა. საფრთხე შეექმნა 1200 ზე მეტ დასაქმებულს, თუმცა მაშინ სამოქალაქო პროტესტის გამო ნეგატიური პროცესების შეფერხება მოხერხდა, თუმცა როგორც გაიკრვა დროებით!
ივლისის თვეში საფრთხე სხვა გადაცემებთან ერთად ელის მეორე არხს და იქ დასაქმებულ ადამიანთა უმრავლესობას. ახლა გაჩუმების და მოცდის დრო არაა!
საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ხალხის ტელევიზია და არა რომელიმე პოლიტიკური ელიტის, შესაბამისად იმ გადაცემების დახურვა, რომელიც პოლიტიკური თუ სხვა საკითხების მიმართულებით იყო მწვავე და შეიცავდა ანალიზს საფრთხეს უქმნის არა მარტო რომელიმე დასაქმებულს, არამედ მაუწყებლის იდეას.
დიახ დღეს საფრთხის წინაშეა საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც მკვეთრად ევროპული ინსტიტუტი. 
ჩვენ, როგორც ამ ტელევიზიის პირდაპირი ინვესტორები ვალდებულები ვართ დავიცვათ ის! 
საზმაუ ჩვენია და არავის არ აქვს უფლება ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მიიღოს მის ირგვლივ!
საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაცავად აქცია გაიმართება პარასკევს 16 ივნისს ორგანიზაციის კიბეებთან.
13 საათზე ველოდებით მაუწყებლის მაყურებლებს, მათ ვისთვისაც სულერთი არაა ქვეყანაში ევროპული ძლიერი ინსტიტუტის არსებობა“, - წერს ორგანიზატორი. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე