დემი მურმა სტრესის გამო კბილები დაკარგა (ფოტო)

საქართველო, თბილისი - 14:08 | 14.06.2017
ნანახია: 1459

დემი მურმა კბილები დაკარგა. ჰოლივუდის 54 წლის მსახიობის თქმით, ის ამერიკაში ყველაზე „საშიში მკვლელის“ - სტრესის მსხვერპლი გახდა.

მსახიობი ჯიმი ფელონის გადაცემას The Tonight Show-ს სტუმრობდა.

საუბრისას დემიმ აღიარა, რომ ცოტა ხნის წინ წინა კბილები დაკარგა.

მისი სიტყვების დასადასტრულებლად კი ტელეწამყვანმა მაყურებლებს მსახიობის ფოტო აჩვენა.

დემი მურის თქმით, მან წინა ორი კბილი სტრესის გამო დაკარგა.

საინტერესოა, რომ მისი გარეგნობა ძალიან მოსწონდათ მის ქალიშვილებს რუმერს, ტალულასა და სკაუტს.

 გოგონების თქმით, მათი დედა წინა კბილების გარეშე საწყლად და დაუცველად გამოიყურებოდა და ჩვეულებრივი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა. კბილების დაკარგვის შემდეგ დემი მურმა სასწრაფოდ  მიმართა სტომატოლოგებს, ამიტომაც ჯიმი ფელონის შოუზე ჰოლივუდის ვარსკვლავი 32-ვე კბილის დემონსტრირებას თამამად ახდენდა.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე