ემოციებით სავსე საღამო და შეხვედრა ნუკრი კაპანაძესთან

საქართველო, თბილისი - 20:19 | 13.06.2017
ნანახია: 1388

მონატრებული მსმენელი მონატრებულ მომღერალს შეხვდა. გარკვეული პაუზის შემდეგ, კლუბ Number 13-ში მომღერალ ნუკრი კაპანაძის კონცერტი გამართა. ნუკრი, მაყურებლის წინაში ახალი რეპერტუარით წარსდგა. 

ღონისძიებამ სრული ანშლაგით ჩაიარა. საათნახევრის განმავლობაში, დარბაზში არ წყდება აპლოდისმენტები, ოვაციები, შეძახილები და ის ლამაზი სიტყვები, რომელიც მომღერლის მისამართით ისმოდა.

დამსწრე საზოგადოებას ნუკრის მეგობრებმა - თემურ თათარაშვილმა, ეკა მამალაძემ, ნინო ჩხიკვაძემ და ზვიად ბოლქვაძემაც უმღერეს. აკომპანიმენტს კი პიანისტი ნინო გულიაშვილი უწევდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე