Forbes-მა უმდიდრესი ქალი მწერლების რეიტინგი გამოაქვეყნა

საქართველო, თბილისი - 14:31 | 13.06.2017
ნანახია: 1381

ჟურნალმა Forbes-მა გამოაქვეყნა ქალი მწერლების სია, რომელთა ნაწარმოებებმაც 2016 წელს ავტორებს ყველაზე მაღალი შემოსავალი მოუტანა.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწერლების ერთიან სიაში ქალებმა 17-დან ექვსი ადგილი დაიკავეს.

პოპულარობის მწვერვალს მიაღწია ნაწარმოებმა „გოგონა მატარებელში“, რომლის ავტორმაც პოლა ჰოკინსმა, 10 მლნ დოლარის შემოსავლით რეიტინგის მეხუთე ადგილი დაიკავა.

უმდიდრესი მწერალი ქალების რეიტინგში „ჰარი პოტერის“ ავტორი ჯოან როულინგი ლიდერობს. ჯადოსნური სამყაროს შესახებ შექმნილმა ნაწარმოებებმა მწერალს სტაბილური შემოსავალი მოუტანა, რომელმაც გასულ წელს 19 მლნ დოლარი შეადგინა.

შერეულ რეიტინგში როულინგმა მესამე ადგილი დაიკავა.

მეორე და მესამე ადგილები „ქალთა“ სიაში წილად ხვდათ ნორა რობერტსსა და დანიელა სტილს, თანაბარი 15 მლნ-იანი დოლარის შემოსავლით.

ოდიოზური წიგნის „გრეის 50 ელფერის“ ავტორმა აღიარება ამავე სახელწოდების ფილმის გამოსვლის შემდეგ მოიპოვა. ერიკა ლეონარდ ჯეიმსი 14 მლნ დოლარის შემოსავლით მეოთხე ადგილზე განთავსდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე