ფილმის „უარყოფითი რიცხვები“ გადაღებები შემოდგომიდან იწყება

საქართველო, თბილისი - 13:35 | 13.06.2017
ნანახია: 1388

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, შემოდგომიდან ახალი ფილმის  - „უარყოფითი რიცხვების“ გადაღებები დაიწყება. 

ფილმის გადაღების დეტალებზე რეჟისორი უტა ბექაია, შემოქმედებითი ჯგუფი და ორგანიზატორები ხვალ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.

ფილმს ქართულ-ფრანგულ-იტალიურ კოპროდუქციას ქართული საპროდიუსერო კომპანია, შპს „მაგნეტ ფილმს“ გადაიღებს. ფილმის სიუჟეტი ნამდვილ ამბავზეა აგებული და ასახავს საქართველოს ეროვნული რაგბის კავშირისა და UNICEFF-ის ერთობლივ პროექტს, რომლის ფარგლებშიც არასრულწლოვან ვაჟთა კოლონიაში პატიმრებისთვის ფიზიკური და მენტალური გაჯანსაღების მიზნით, რაგბის ვარჯიშები დაინიშნა.

"უარყოფითი რიცხვები“ გადაღებები სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყება და  ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, სადაც 40 ადგილობრივი ადამიანი დასაქმდება. 

პროგრამა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს, გაეროს ბავშთა ფონდის მხადაჭერით ხორციელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე