ბიონსე სახლში იმშობიარებს

საქართველო, თბილისი - 13:34 | 13.06.2017
ნანახია: 1280

ძალიან მალე პოპულარული მომღერალი ბიონსე მეორედ გახდება დედა.

ბიონსემ, რომელიც ტყუპებს ელოდება,  უკვე დახარჯა 1,27 მლნ დოლარი მცირე სამშობიაროს მოწყობისთვის საკუთარ სახლში.

ბიონსე თავიდანვე VIP-კლინიკების წინააღმდეგი იყო.  მის სახლში უკვე მზად არის რამდენიმე ოთახი აუცილებელი აღჭურვილობებით. ექიმთა ჯგუფი კი უკვე მზად არის ვარსკვლავური გამოძახებისთვის, რათა მომღერლის სახლში მშობიარობა მიიღოს.

ბიონსესა და ჯეი-ზის სახლთან ასევე იმორიგევებს სასწრაფო დახმარების მანქანა, რათა აუცილებლობის შემთხვევაში მომღერალი და მისი ბავშვები უახლოეს კლინიკაში გადაიყვანოს.

ბიონსეს უკვე ჰყავს ხუთი წლის ქალიშვილი ბლუ აივი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე