სახლები უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს, ჩვენ წლობით ვერ დაველოდებით აქედან წასულ ადამიანებს -ანატოლი ბიბილოვი

საქართველო, თბილისი - 14:21 | 12.06.2017
ნანახია: 1654

ეს სახლები უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს, ჩვენ წლობით ვერ დაველოდებით აქედან წასულ ადამიანებს , - განაცხადა ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა.  მისი ბრძანებით,  ახალგორში სპეციალური კომისია იქმნება. „გაუგზავნეთ მიტოვებული საკუთრების მფლობელებს შეტყობინება. ყველას, არა აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობენ ახლა თბილისში, გორში, ცხინვალში თუ ვლადიკავკაზში. თუ ამ შეტყობინებაზე პასუხი არ მიიღეთ, სასამართლოს გზით მიიღეთ გადაწყვეტილებები. სარჩელს დაწერს ახალგორის ადმინისტრაცია. ეს სახლები უნდა დაუბრუნეს სახელმწიფოს და შემდეგ დაურიგეთ იმ ადამიანებს, ვისაც საცხოვრებლის პრობლემა აქვს. ჩვენ ვერ დაველოდებით აქედან წასულ ადამიანებს წლობით, როდის დაგიბრუნდებიან. მარტივად გადასაწყვეტი საკითხია - საკმაოდ მკაცრი, მაგრამ სამართლიანი", - განმარტა ბიბილოვმა. საკითხი მწვავედ მას შემდეგ დაისვა, რაც ოკუპირებული ახალგორის რაიონის დეფაქტო ადმინისტრაციამ რეგიონში მოწვეული ე.წ. სპეციალისტებისთვის საცხოვრებელი ფართები მოითხოვა. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე