პირველი ბეთმენი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 13:22 | 12.06.2017
ნანახია: 1478

ბეთმენის პირველი როლის შემსრულებელი 1960-იანი წლების კინოვარსკვლავი, ადამ უესტი 88 წლის ასაკში ლეიკემიისგან გარდაიცვალა.

უესტი ცნობილია 1960-იანი წლებში გადაღებულ სერიალში ბეთმენის როლით, რომელიც ამერიკული მასობრივი კულტურის ნაწილი გახდა.   

სერიალის დახურვის შემდეგ მისმა კარიერამ დაღმა სვლა დაიწყო. უესტს კი, რომელიც მხოლოდ ბეთმენის როლით იყო სახელგანთქმული, გაუჭირდა ახალი როლების მიღება.  

მსახიობი ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა. მას ცოლი, ექვსი შვილი, ხუთი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი ჰყავდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე