თამარ ჩერგოლეიშვილი: სასამართლო გავაფრთხილე - ხშირად მოუწევს ჩემი ნახვა

საქართველო, თბილისი - 17:43 | 05.11.2015
ნანახია: 1740

ტაბულას გენერალური დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ შემდეგი წლის განმავლობაში აპირებს ბიძინა ივანიშვილის არაერთი კარიკატურის გაკვრას, როგორც თბილისში, ისე მის ფარგლებს გარეთ. იგი დღევანდელ სასამართლო პროცესს, facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმიანება.

,,სამართალდამრღვევად გამომაცხადეს. სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ. ჯარიმა არ დამაკისრეს.

მოსამართლემ გაიზიარა სახალხო დამცველის შენიშვნა, რომ განათების სვეტი არ ხვდება იმ ჩამონათვალში, სადაც პოსტერის გაკვრა სამართალდარღვევას წარმოადგენს, მაგრამ ამის მიუხედავად იმისა, რომ განათების სვეტი არ ფიგურირებს კანონში, სამართალდარღვევა მაინც დაადგინა.

გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ, ისევე როგორც უკანონო დაკავებას, მაგრამ ეს მეასეხარისხოვანია.

მთავარი ისაა, რომ შემდეგი წლის განმავლობაში ვაპირებ ბიძინა ივანიშვილის არაერთი კარიკატურის გაკვრას როგორც თბილისში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ასე რომ სასამართლო გავაფრთხილე - ხშირად მოუწევს ჩემი ნახვა.

P.S. ამონარიდი სახალხო დამცველის განცხადებიდან:

"აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში პლაკატები გაიკრა სამშენებლო ღობეზე (და არა ღობეზე) და გარე განათების ბოძზე. სამშენებლო ღობე და გარე განათების ბოძი ამ (ანუ 150-ე მუხლის - რომლის საფუძველზეც დამაკავეს თ.ჩ.) ჩამონათვალში არ არის მითითებული. რაც შეეხება „ადგილებს, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი“, ნორმის აღნიშნული რედაქციის ფართო განმარტების პირობებში და იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა შესაძლოა არასოდეს გამოყონ ასეთი ადგილები, გამოხატვის თავისუფლება ზედმეტად შეიზღუდება, რაც დაუშვებელია." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე