საქართველომ სენტ-კიტსი და ნევისი ანგარიშით 3-0 დაამარცხა

საქართველო, თბილისი - 09:49 | 08.06.2017
ნანახია: 1570

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა სენტ-კიტსისა და ნევისის ეროვნული გუნდი ანგარიშით 3-0 დაამარცხა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულმა ამხანაგურმა მატჩმა მასპინძელთა სრული უპირატესობით ჩაიარა. 

პირველი ტაიმი ანგარიშით 0-0 დასრულდა. 

სენტ-კიტსისა და ნევისის ნაკრებმა, მთელი ტაიმის განმავლობაში, მხოლოდ ერთი საინტერესო მომენტი შექმნა. მეთექვსმეტე წუთზე ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, მათ გოლის გატანა მოახერხეს, თუმცა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. 

მატჩის მეორე ნახევარშიც უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ. ანგარიში 52-ე წუთზე გაიხსნა. არაბიძემ საჯარიმო ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა. მომდევნო სამ წუთში მას სხვაობის გაზრდა შეეძლო, თუმცა ამ ეპიზოდში მეკარემ ითამაშა ზუსტად.

72-ე წუთზე არაბიძის წაქცევისთვის მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად არაბიძემ ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა - 2-0.

საბოლოო ანგარიში 80-ე წუთზე დაფიქსირდა. კაშიას გადაცემა დვალიშვილმა გამოიყენა და მეტოქე ქვეყნის ნაკრები ანგარიშით 3-0 დამარცხდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე