თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების განვითარება იგეგმება

საქართველო, თბილისი - 16:52 | 07.06.2017
ნანახია: 1211

ხვალ, 14.00 საათზე, ტექნოპარკში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია კერძო სექტორისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს ახალ საინვესტიციო პროექტს გააცნობს, რომელიც მიზნად ისახავს თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების განვითარებას.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის განხორციელების ხელშეწყობის პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი (პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით) ითვალისწინებს საქართველოში ლოგისტიკის დარგის განვითარებას. ამისთვის შემუშავდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება საქართველოში ორი თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრის განვითარების მიზნით. დოკუმენტი ცნობილმა გერმანულმა კომპანია Dornier Consulting International-მა მოამზადა.

პროექტი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის ნაწილს, რომლის  მიზანია საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის უკეთ გამოყენება და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულად რეალიზება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე