კახა კალაძე ჩვენი გუნდის ფორვარდია - არჩილ თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 13:37 | 07.06.2017
ნანახია: 1378

კახა კალაძე ჩვენი გუნდის ფორვარდია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, თბილისის მერობის კანდიდატს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტსაბჭოს სხსდომის შემდეგ დაასახელებს.

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატურაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება პოლიტსაბჭოს სხდომაზე და მას გაახმოვანებს პრემიერ-მინისტრი, ჩვენი გუნდის ლიდერი გიორგი კვირიკაშვილი. რაც შეეხება კახა კალაძეს, ის არის ჩვენი გუნდის ფორვარდი და მისი კანდიდატურის განხილვა ძალიან რეალურია", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე