მთავარ პროკურატურაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველო, თბილისი - 15:21 | 05.11.2015
ნანახია: 1724

საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ექსპერტებთან მასუდ ჯეოფრეი ამირთან და  მარკ რიჩმონდთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდა მთავარი პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ დგებუაძე, ამავე დეპარტამეტის უფროსის მოადგილე მიხეილ გოგორიშვილი და პროკურორი მილენა მითაიშვილი.

შეხვედრაზე ექსპერტებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის კომპეტენციისა და როლის შესახებ სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში. ასევე განხილული იქნა ნარკოტიკული დანაშაულისა და საერთაშორისო ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მოპოვებული მიღწევები, სხვა სამართალდამცავ უწყებებთან კოორდინაციის ასპექტები და  სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე