ყოფილმა ნაციონალებმა ახალ პოლიტიკურ ცენტრს ,,გირჩი“ დაარქვეს

საქართველო, თბილისი - 15:16 | 05.11.2015
ნანახია: 1688

"ახალი პოლიტიკური ცენტრის-გირჩის" პირველი რეგიონალური ოფისი ქუთაისში გაიხსნა. მას თემურ ცამციშვილი უხელმძღვანელებს. 
,,გირჩის” ხელმძღვანელებმა დღეს მედიასთან ცენტრის ძირითად მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. 
"პარტიის მიზანია შექმნას ახალი, ღია პოლიტიკური ცენტრი, მოიზიდოს და პოლიტიკურ პროცესში ჩართოს პროფესიონალები. ახალი პოლიტიკური ცენტრი გთავაზობთ: აქტიურ პოლიტიკაში ჩართვის შესაძლებლობას; ღია და თავისუფალ საპარლამენტო სიას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სადაც არ დაგხვდებათ წინასწარ ჩამოწერილი ხალხი; სიაში მოხვედრის გასაგებ და გამჭვირვალე კრიტერიუმებს, რაც არასოდეს ჰქონია საქართველოში რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. იდეებისა და ინიციატივების საპარლამენტო მხარდაჭერას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში; მედია მხარდაჭერას; სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას", - აცხადებენ ,,გირჩის” ხელმძღვანელები. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე