დიდუბის რაიონში რამდენიმე მისამართზე ახალი გზის საფარი დაიგო

საქართველო, თბილისი - 14:53 | 05.11.2015
ნანახია: 1841

დიდუბის რაიონში 4 მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასრულდა. ასფალტის საფარი დაიგო ევდოშვილის 2/10-ში, დიღმის მასივის მე-3 კვარტლის 31-ე და 32-ე კორპუსებთან, ასევე მე-5 კვარტლის 5ა კორპუსთან, ჯამში მთლიანი მოცულობაც  4800 კვადრატულ მეტრია.

დამატებით, აღნიშნულ მისამართებზე ბორდიურებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია განხორციელდა.

ევდოშვილის 2/10-ში, გზის საფარის მოწყობამდე, წყალსადენ-კანალიზაციის დაზიანებული ქსელები ახლით შეიცვალა. მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის შედეგად,  მოსახლეობას წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მოუგვარდა.

პარალელურად, ამ მომენტისათვის ასფალტის დაგება მიმდინარეობს აბასთუმნის ქუჩასა და დიღმის მასივის მე-2 კვარტალში.

2015 წლიდან დღემდე დიდუბის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა 65 010 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდა. საერთო ჯამში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 71 მისამართზე განხორციელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე