პროფესიული განათლების მასწავლებლებმა ნორვეგიული პროექტის ფარგლებში ტრენინგი გაიარეს

საქართველო, თბილისი - 14:10 | 05.11.2015
ნანახია: 1595

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს მასშტაბით პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ტრენინგი „ინდივიდუალური მიდგომები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტების განათლებისას და პროფესიული ტესტირება“ განახორციელა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში 15 პროფესიული სასწავლებლის 332-მა მასწავლებელმა გაიარა.

პროფესიული განათლების მასწავლებლების გადამზადება ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ინკლუზიური განათლების დანერგვა პროფესიული განათლებისა და გადამზადების  სისტემაში“ ფარგლებში განხორციელდა.

ტრენინგის მონაწილეები  ინკლუზიური განათლების, გუნდური მიდგომისა და პროფესიული ტესტირების დაგეგმვის პრინციპებს გაეცნენ.

აღნიშნული ტრენინგი პროფესიული განათლების მასწავლებლებს ხელს უწყობს პროფესიული სწავლების პროცესში გაითვალისწინონ სტუდენტთა ინდივიდუალობა და მრავალფეროვნება; დანერგონ და გამოიყენონ გუნდური მუშაობის პრინციპები; წვლილი შეიტანონ ალტერნატიული პროფესიული ტესტირების დაგეგმვაში, განხორციელებასა და დოკუმენტების წარმოებაში.

პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის უახლოეს მომავალში იგეგმება მომდევნო ტრენინგი ინკლუზიური პროფესიული განათლების, მისი მართვისა და პროფესიული განათლებაში ინდივიდუალური მიდგომები დანერგვის საკითხებზე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე