საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს შეიკრიბება

საქართველო, თბილისი - 17:22 | 02.06.2017
ნანახია: 1570

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 7 და 11 ივნისს გასამართი მატჩებისთვის მზადებას დღეს შეუდგება.

7-ში ქართველი ფეხბურთელები თბილისში, ამხანაგურ შეხვედრაში სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. 11-ში კი, კიშინიოვში, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშს ჩაატარებენ, მოლდოვას წინააღმდეგ.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მომავალი მატჩებისთვის მოსამზადებლად 24 ფეხბურთელს უხმო. აქედან 20 უცხოეთის ჩემპიონატებში მოთამაშე ლეგიონერია და მხოლოდ 4 წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ ლიგას.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მაკარიძე („მორეირენსე", პორტუგალია), როინ კვასხვაძე („ტორპედო", ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი („სამტრედია", სამტრედია);

მცველები: ოთარ კაკაბაძე („ესბიერგი", დანია), უჩა ლობჟანიძე („ატირაუ", ყაზახეთი), გურამ კაშია („ვიტესი", ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია („ლოკომოტივი", რუსეთი), ჯემალ ტაბიძე („ურალი", რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი („ნეფთჩი", აზერბაიჯანი), ლაშა შერგელაშვილი („რიგასი", ლატვია), ლაშა დვალი („ირტიში", ყაზახეთი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („რეიმსი", საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი („ტობოლი", ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი („დიოშგიორი", უნგრეთი), ოთარ კიტეიშვილი („დინამო", თბილისი), ვაკო გვილია („ბატე", ბელარუსი), ჯანო ანანიძე („სპარტაკი", რუსეთი) , ვაკო ყაზაიშვილი („ლეგია", პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი („ვისლა", პოლონეთი);

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი („ატირაუ", ყაზახეთი), ლევან მჭედლიძე („ემპოლი", იტალია), ნიკა კაჭარავა („ეთნიკოსი", კვიპროსი), ბაჩანა არაბული („დინამო", თბილისი), ელგუჯა ლობჯანიძე („ორენბურგი", რუსეთი), გიორგი არაბიძე („შახტარი", უკრაინა).

ძირითად განაცხადთან ერთად, ვლადიმირ ვაისმა კიდევ 6 ფეხბურთელი დაასახელა,რომელთაც ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს. ესენი არიან:

გიორგი ქიმაძე („ტორპედო", ქუთაისი), თეიმურაზ შონია („დინამო", ბათუმი), საბა ლობჟანიძე („დინამო", თბილისი), ჯაბა ჯიღაური („ვარდარი", სკოპიე), ირაკლი სიხარულიძე („ლოკომოტივი", თბილისი), დავით სხირტლაძე („სილკებორგი", დანია).

ლუკა ქარსალაძე, პრაიმნიუსჯორჯია


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე