აბრაამ ლინკოლნის ხელნაწერი 2,2 მლნ დოლარად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 13:49 | 05.11.2015
ნანახია: 2919

აშშ-ის მე-16 პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის ხელნაწერი აუქციონზე 2,2 მლნ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ აუქციონის სახლის Heritage Auctions-ის საიტზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ხელნაწერი პრეზიდენტის მიერაა შედგენილი და შეიცავს მის ავტოგრაფსაც. ლინკოლნის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი 1865 წლის მარტშია დაწერილი. ის ასევე შეიცავს ცნობილ ამონარიდს სიტყვით გამოსვლიდან პრეზიდენტის მეორე ინაუგურაცის დროს.

საინტერესოა, რომ ლოტის საწყისი ფასი ერთ მლნ დოლარს შეადგენდა. მისმა ახალმა მფლობელმა ანონიმად დარჩენა ისურვა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე