კულახმეტოვის დანიშვნას არანაირი ლეგიტიმური და სამართლებრივი განზომილება არ გააჩნია - ქეთევან ციხელაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:00 | 24.05.2017
ნანახია: 1724

რა თქმა უნდა, ამას არანაირი ლეგიტიმური და სამართლებრივი განზომილება არ გააჩნია ჩვენთვის, - ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი რუსეთის მიერ ცხინვალში მარატ კულახმეტოვის ე.წ. ელჩად დანიშვნას.

როგორც ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარია პირზე, რომელიც უშუალოდ ჩართული იყო 2008 წლის მოვლენებში.

„ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ე.წ. დანიშვნა, რომელიც რუსეთის ე.წ. აღიარების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს კიდევ ერთხელ არღვევს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამას არანაირი ლეგიტიმური და სამართლებრივი განზომილება არ გააჩნია ჩვენთვის. თან საუბარია პირზე, რომელიც უშუალოდ ჩართული იყო 2008 წლის მოვლენებში. მე უბრალოდ სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს ჯდება იმ პოლიტიკის ხაზში, რასაც რუსეთის ფედერაცია დღემდე ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გენერალ-მაიორი მარატ კულახმეტოვი დანიშნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე