კულახმეტოვი ჩვეულებრივი ოკუპანტია, ამიტომ ცხინვალში მისი ელჩად დანიშვნა შეგვიძლია ცინიკურ ნაბიჯადაც აღვიქვათ - ვიქტორ დოლიძე

საქართველო, თბილისი - 11:33 | 24.05.2017
ნანახია: 1766

კულახმეტოვი ჩვეულებრივი ოკუპანტია, ისევე როგირც სხვა რუსი სამხედროები, რომლებიც ადგილზე არიან, - ასე გამოეხმაურა რუსეთის მიერ ცხინვალში მარატ კულახმეტოვის ე.წ. ელჩად დანიშვნას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე.

მისი განცხადებით, ერთგვარ ცინიკურ ნაბიჯადაც შეგვიძლია აღვიქვათ ის, რომ ცინვალში ელჩად სწორედ კულახმეტოვი მოავლინეს.

"კულახმეტოვი ჩვეულებრივი ოკუპანტია, ისევე როგირც სხვა რუსი სამხედროები, რომლებიც ადგილზე არიან. ამიტომ ერთგვარ ცინიკურ ნაბიჯადაც შეგვიძლია აღვიქვათ ის, რომ ცინვალში ელჩად სწორედ კულახმეტოვი მოავლინეს. მე მახსოვს კუკახნეტოვი ვენაში ჩემი ელჩობის პერიოდში. კულახმეტვი ცხინვალში ე.წ მშვიდბისმყოფელი იყო და ეს ნაბიჯიც მორიგი პროვოკაციაა",- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ვიქტორ დილიძემ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გენერალ-მაიორი მარატ კულახმეტოვი დანიშნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე