პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტი გახსნა

საქართველო, თბილისი - 14:06 | 04.11.2015
ნანახია: 1666

თბილისის  საქალაქო სასამართლომ  სრულად  გაიზიარა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 1 130 401 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე   დამნაშავედ  სცნო ერთი პირი  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით.

საქართველოს მთავარ პროკურატურას დაუკავშირდნენ იაპონური კომპანიის  „HONDA SUISAN CO LTD“-ის წარმომადგენლები,  რომელთაც განაცხადეს,  რომ ელექტრონული ფოსტის გატეხვის შედეგად, მათივე კომპანიის ანგარიშიდან, უცხო პირების მიერ მოტყუებით საქართველოში არსებული ერთ-ერთი კომპანიის ანგარიშზე  გადაირიცხა დიდი ოდენობით ფულადი თანხები.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო თაღლითობის ფაქტზე. დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაუკავშირდა იაპონური კომპანიის წარმომადგენლებს მათივე ბიზნეს-პარტნიორის სახელით და საქართველოში ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე მოტყუებით გადმოარიცხინა 1 130 401 აშშ დოლარი.

ჩატარებული გამოძიების შედეგად პროკურატურამ დააკავა დანაშაულის ჩამდენი პირი,   დაყადაღებული იქნა დანაშაულებრივი გზით დაუფლებული თანხა 1 130 401 აშშ დოლარი; შესაბამისად, ბრალდებულს არ მიეცა თაღლითურად დაუფლებული თანხების  განკარგვის შესაძლებლობა და დროულად იქნა აღკვეთილი ხსენებული დიდი ოდენობით თანხების შემდგომი ლეგალიზაციის საფრთხე;

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაზარალებულს სრულად დაუბრუნა თაღლითობის შედეგად ბრალდებულის მიერ მისაკუთრებული თანხა;

საქართველოს პროკურატურა არ დატოვებს სამართლებრივი რეაგირების გარეშე არც ერთ მსგავს ფაქტს და ყოველთვის უზრუნველყოფს, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების კანონიერი ინტერესების დაცვას.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე