ევროკომისია ბერძენი კანონმდებლების გადაწყვეტილებას მიესალმება

საქართველო, თბილისი - 18:00 | 19.05.2017
ნანახია: 993

საბერძნეთის პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საერთაშორისო დონორების მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარე მიესალმება.

ჟან კლოდ იუნკერის თქმით, ეკონომიკური რეფორმების გატარება ფინანსური პაკეტის მისაღებად აუცილებელია.

მორიგი ტრანშის მისაღებად საბერძნეთის მთავრობა პენსიების შემცირებასა და გადასახადების გაზრდას დათანხმდა. მინისტრთა კაბინეტის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს მხარი პარლამენტმა უკვე დაუჭირა.

ციპრასის მთავრობის გადაწყვეტილებას ათენსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში ათასობით ადამიანი აპროტესტებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე