ექსპერტებმა დაადგინეს, რომ კრის კორნელმა თავი მოიკლა

საქართველო, თბილისი - 17:04 | 19.05.2017
ნანახია: 1168

ჯგუფ Soundgarden-ის სოლისტმა კრის კორნელმა თავი მოიკლა. ამის შესახებ ნიუ-იორკის შტატის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა განაცახდა.

 „სიკვდილის მიზეზი დადგენილია: მან თავი ჩამოიხრჩო. გაკვეთის შედეგების სრული ანგარიში ჯერ არ დასრულებულა“, - განაცხადა სასამართლოს პათოლოგოანატომმა.

გუშინ 52 წლის მუსიკოსმა თავის ჯგუფთან Soundgarden-თან ერთად დეტროიტში კონცერტი გამართა.

კონცერტის დასრულების შემდეგ შუაღამისას კორნელი აბაზანაში იპოვეს. პოლიცია ადგილზე მუსიკოსის ოჯახის მეგობარმა გამოიძახა, რომელიც იმ დროს მის სანახავად იყო მისული.

Soundgarden-ი 1984 წელს შეიქმნა, მას ექვსი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. ჯგუფის სავიზიტო ბარათად და მთავარ ჰიტად 1994 წლის სინგლი Black Hole Sun-ი იქცა.

კრის კორნელის ეკუთვნის ცნობილი სინგლი You Know My Name, რომელიც ბონდიანას ფილმის „კაზინო „როაილის“ საუნდტრეკი გახდა.

კორნელი პირველი ამერიკელი არტისტია, რომელმაც აგენტ 007-თვის მუსიკა დაწერა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე